
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
02/07/2024 12:58:57 სამართალი
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა, – იუწყება "მთავარი არხი".
გამამტყუნებელი განაჩენი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა გამოიტანა.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ ასლანოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა, მოზარდის წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა.
დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული - აითაჯ შახმაროვას დედა, ბიძა და მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.