
კიევში ორბანმა ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთთან მოლაპარაკება ურჩია
02/07/2024 13:48:39 ევროპა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, შემდეგ კი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ. ამის შესახებ მან კიევში ვიზიტისას განაცხადა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
„მე ვკითხე ბატონ პრეზიდენტს, შესაძლებელი თუ არის პაუზა, ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ მოლაპარაკებების გაგრძელება.ყოველივე ამის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტამ შეიძლება დააჩქაროს ამ მოლაპარაკებების ტემპი. მე ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტის გულწრფელი აზრისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ორბანმა.
არც ზელენსკის და არც ორბანს არ დაუკონკრეტებიათ, რა იყო უკრაინის პრეზიდენტის პასუხი.
პოლიტიკოსები ასევე შეთანხმდნენ უკრაინელი ლტოლვილებისთვის უნგრეთში უკრაინული სკოლის გახსნაზე. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად და ასევე, თქვეს, რომ მომავალში გეგმავენ უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების გაფორმებას.
2 ივლისს უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინას პირველად წვია ოფიციალური ვიზიტით.
1 ივლისს უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.