Accentnews.ge
ირანი: "ჰეზბოლას" ყველა რესურსით დავუჭერთ მხარს ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში

ირანი: "ჰეზბოლას" ყველა რესურსით დავუჭერთ მხარს ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში

02/07/2024 13:58:43 მსოფლიო

ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის მრჩეველის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისრაელი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ მასშტაბურ იერიშს წამოიწყებს, ეს რეგიონული ომის წინაპირობა გახდება, რადგანაც ირანი და "წინააღმდეგობის რკალი" მთელი თავისი რესურსით მხარს "ჰებზოლას დაუჭერს. ამის შესახებ კამალ ხარაზიმ Financial Times-თან განაცხადა.

მისი თქმით, ირანი არ არის დაინტერესებული რეგიონული მასშტაბის ომით და მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, გამოიყენონ გავლენის ბერკეტები ისრაელზე შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად.

ჟურნალისტის კითხვაზე დაუჭერს, თუ არა ირანი მხარს თავის დაჯგუფებას ისრაელის მასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში, ხარაზი პასუხობს, "ლიბანელი ხალხი, არაბული ქვეყნები, წინააღმდეგობის რკალი მხარს დაუჭერს ლიბანს ისრაელის წინააღმდეგ."

ხარაზის თქმით, მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, ომში გაეხვევიან რეგიონის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ირანიც: "ასეთ სიტუაციაში, ჩვენ არ გვექნება არჩეანი გარდა იმისა, რომ მხარი დავუჭიროთ "ჰეზბოლას" ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით."

კამალ ხარაზის თქმით, ირანის პოზიცია არ შეიცვლება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად.

ჰეზბოლასთან მზარდი სამხედრო ესკალაციის ფონზე 18 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ არმიამ უკვე დაამტკიცა საომარი მოქმედების გეგმა ლიბანში.

გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება ამ მონაკვეთზე მოქმედი სამხედრო დანაყოფების მზაობის დონის გაზრდის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S