
რუსული მედია: სააკაშვილის პარტია უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
29/05/2019 11:57:56 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა" უკრაინის რადის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ამავე პარტიის წევრმა დავით საყვარელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიას უკვე აქვს საკუთარი პროექტები, რომლის განხორციელებაც სურს.
ცნობისთვის: გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა აღუდგინა. ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში ჩასვლას დღეს გეგმავს.