
თბილისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
02/07/2024 15:37:44 კავკასია, პოლიტიკა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 3 ივლისს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაგეგმილია მინისტრი მირზოიანის შეხვედრები ქართველ მაღალჩინოსნებთან.
მედიის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გაიმართება შეხვედრა, რის შემდეგაც მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ.
რამდენიმე დღით ადრე საქართველოში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021