
თურქეთი აშშ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ბირთვული ელექტროსადგურების პროექტებზე
02/07/2024 15:47:16 მსოფლიო
თურქეთი აშშ-სთან მსხვილი ბირთვული ელექტროსადგურებისა და მცირე მოდულური რეაქტორების მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. წერს „როიტერი“ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
„აშშ სერიოზულ ინტერესს იჩენს თურქეთის მიზნის მიმართ, გაზარდოს თავისი ბირთვული ენერგეტიკული შესაძლებლობა და ააშენოს ახალი ელექტროსადგურები“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა იუსუფ ჩეილანმა.
კონკრეტული პროექტების შესახებ საუბრისას მან აღნიშნა, რომ განიხილება უკვე არსებული ელექტროსადგურები ან ახლების საკითხი:
„ჩვენ აშშ-თან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც მსხვილ ელექტროსადგურებთან, ისე მცირე მოდულურ რეაქტორებთან დაკავშირებით. ეს არის განზრახვის განაცხადები“.
გასულ თვეს სააგენტო „როიტერთან“ თურქეთში აშშ-ის ელჩმა ჯეფ ფლეიკმა განაცხადა, რომ ანკარა აშშ-თან და სხვებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მცირე რეაქტორების მშენებლობასთან დაკავშირებით: „ჩვენ ვმუშაობთ მათთან, რათა ყველა შესაძლო ხერხით ვცადოთ რუსეთზე მათი დამოკიდებულების შემცირება“
ამასთან, ჩეილანმა თქვა, რომ მოლაპარაკებები ასევე გრძელდება სამხრეთ კორეასა და რუსეთთან შავი ზღვის რეგიონში, სინოპში მეორე ბირთვული სადგურის ასაშენებლად და ჩინურ კომპანიასთან ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მესამე ბირთვული ელექტროსადგურის ასაშენებლად.
ქვეყანა გეგმავს სამი ატომური ელექტროსადგურის აშენებას. თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის "აკკუიუს" მშენებლობა, რომლის სიმძლავრე 4800 მეგავატია, რუსული როსტომის პროექტით მიმდინარეობს.