
მედია: NATO–ს სამიტზე უკრაინა საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით „კარგ სიახლეს“ მიიღებს
02/07/2024 17:56:38 მსოფლიო
მოსალოდნელია, რომ უკრაინა მიიღებს "კარგ სიახლეს" საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ მომავალ კვირას, ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე. ამის შესახებ სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, იუწყება Reuters.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამიტამდე მოვასწრებთ, გავაკეთოთ ახალი განცხადებები საჰაერო თავდაცვის შესახებ,” - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.
"თქვენ იცით, რომ უკრაინელებს სურთ, მიიღონ დამატებითი "პატრიოტი" ან მსგავსი სისტემები. და ვფიქრობ, ჩვენ გვექნება დამატებითი კარგი ამბები მათთვის ამ ფრონტზე," – თქვა მან.
ოფიციალური პირი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მალე გამოაცხადებს 2,3 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საბრძოლო მასალას Patriot–ისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.