
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან
02/07/2024 18:06:59 საზოგადოება
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გულშემატკივართან შესახვედრად თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან.ფეხბურთელებმა ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. მსვლელობის ბოლოს ისინი გულშემატკივრებთან მივლენ, რომლებიც თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილი.
გულშემატკივრების ნაწილი მათ გზად ეგებება.