
ერმაკი: უკრაინა არ არის მზად ღირებულებების სანაცვლოდ, რუსეთთან კომპრომისზე წავიდეს
03/07/2024 06:56:43 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინა არ არის მზად ღირებულებების სანაცვლოდ, რუსეთთან კომპრომისზე წავიდეს.
ვაშინგტონში ვიზიტისას მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევი არ არის მზად იმისთვის, რომ დათმოს ნებისმიერი ტერიტორია ომის დასასრულებლად.
"კიევი მოისმენს ნებისმიერ რჩევას, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას ომში, მაგრამ ჩვენ (არ ვართ) მზად კომპრომისზე წავიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებისა და ღირებულებების სანაცვლოდ.... დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი", - განაცხადა ერმაკმა.
აშშ–ში ერმაკის ვიზიტი წინ უსწრებდა ნატო–ს სამიტს, რომელიც ვაშინგტონში მომავალ კვირაში გაიმართება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021