Accentnews.ge
Bloomberg: ჩინეთი რუსეთისთვის დრონებს ირანული "შაჰედის" მოდელის მიხედვით ავითარებს

Bloomberg: ჩინეთი რუსეთისთვის დრონებს ირანული "შაჰედის" მოდელის მიხედვით ავითარებს

03/07/2024 06:56:39 მსოფლიო

ჩინური და რუსული კომპანიები ირანული "შაჰედის" მოდელის მსგავს თავდასხმის დრონს ავითარებენ. ამის შესახებ Bloomberg 2 ივლისს საკითხის მცოდნე ევროპელ უსახელო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

„კომპანიებმა 2023 წელს გამართეს მოლაპარაკებები ირანული "შაჰედის" დრონის კოპირების მიზნით თანამშრომლობის შესახებ და დაიწყეს ვერსიის შემუშავება და ტესტირება ამ წელს რუსეთში გადასაზიდად მოსამზადებლად“, - ნათქვამია მასალაში.

გამოცემის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში ჩინური დრონები ჯერ არ გამოყენებულა.

„ოფიციალურ პირებს იდენტიფიცირება არ მოუხდენიათ დამუშავებული დრონის, მაგრამ ჩინეთის თავდაცვის ვებსაიტებმა და რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა ავითარებს "კამიკაზე" თავდასხმის დრონს სახელად Sunflower 200, რომელიც გარეგნულად ირანული შაჰედ 136-ის მსგავსია“, – წერს Bloomberg.

დასავლური მედიის ცნობით, უკრაინის ომის დროს ჩინეთი გახდა რუსეთის მთავარი მიმწოდებელი სხვადასხვა იარაღისთვის, მათ შორის, რაკეტებისთვის საჭირო პროდუქციის. მაგალითად, Financial Times წერდა, რომ 2023 წელს რუსეთის მიერ იმპორტირებული და რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების წარმოებაში გამოყენებული ჩიპების 90% ჩინეთიდან იყო. გასული წლის ბოლო კვარტალში, ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში გამოყენებული ჩარხების 70% იმპორტირებული იყო ჩინეთიდან.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისინი არ აწვდიან იარაღს რუსეთ-უკრაინის ომის არც ერთ მხარეს, რომელსაც ისინი "უკრაინის კრიზისს" უწოდებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S