
რუსეთის ნოვოროსიისკზე, ბელგოროდის, ბრიანსკის და მოსკოვის რეგიონებზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან
03/07/2024 07:13:35 მსოფლიო
3 ივლისის ღამეს დრონებით თავს დაესხნენ რუსეთის ბელგოროდის, ბრიანსკის და მოსკოვის რეგიონების ტერიტორიებს. ასევე, შავ ზღვაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, განადგურდა ორი უპილოტო ნავი, რომლებიც ნოვოროსიისკის მიმართულებით მიემართებოდნენ.
ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ გვიან ღამით განაცხადა, რომ ქალაქს თავს დაესხნენ უპილოტო ნავები. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ სახლები და გავიდნენ ზღვასთან ახლოს.
ტელეგრამ– არხმა Astra–მ ნოვოროსიისკში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა –ისმის აფეთქებების ხმები.
რუსეთის ხელისუფლებას არ უხსენებია დრონებისა და ნავების თავდასხმის შედეგები. უკრაინულ მხარეს ასევე კომენტარი არ გაუკეთებია თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში.
რუსეთი და უკრაინა თითქმის ყოველდღიურად უტევს ერთმანეთს დრონების გამოყენებით.