დაღესტნის სამუფტომ ნიქაბის ტარება დროებით აკრძალა

03-07-2024 11:53:54 კავკასია

დაღესტნის სამუფტომ, ფატვას კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დროებით აკრძალა ნიქაბის ტარება - მუსლიმი ქალების თავსაბურავის, რომელიც მთლიანად ფარავს სხეულს და სახეს. გადაწყვეტილება სამუფტოს ტელეგრამ–არხით გახდა ცნობილი.

მანამდე ფატვას კომიტეტი თვლიდა, რომ არ არსებობდა ნიქაბის ზოგადი აკრძალვისთვის საკმარისი საფუძველი, მაგრამ ის შეიძლებოდა ადგილობრივად შემოღებულიყო უსაფრთხოების მიზნით.

ნიქაბის ტარების დროებითი აკრძალვის საფუძველი „გამოვლენილი საფრთხეების აღმოფხვრისთვის" გახდა რეგიონული ეროვნული პოლიტიკისა და რელიგიის საკითხთა სამინისტროს მიმართვა.

დაღესტნის მუფთმა ახმად აბდულაევმა წინა დღით განმარტა, რომ ნიქაბის აკრძალვა შეიძლება იყოს დროებითი ღონისძიება - "რეგიონში სრული დუმილისა და სიმშვიდის" დაწყებამდე - და შეადარა ის შეზღუდვებს, რომლებიც შემოღებულ იქნა კოროვირუსული ეპიდემიის დროს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები