Accentnews.ge
ო’ბრაიენი: "თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა"

ო’ბრაიენი: "თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა"

03/07/2024 07:53:29 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ "თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა", - ამის შესახებ, "ამერიკის ხმის" ცნობით, მან წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, "ამჟამად რუსეთის ფედერაცია კარგავს წინსვლის უნარს უკრაინის მიერ საზღვრებთან რუსული ობიექტების განადგურების გამო".

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის პრიორიტეტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და „გადაუდებელი საჭიროების ადგილებში“ მათი კონცენტრირება იყო.

„თავდაპირველად ეს იყო ტერიტორია, სადაც რუსეთი შეტევას ხარკოვის მახლობლად ახორციელებდა. ახლა კი, როგორც ჯეიკ სალივანმა (აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) გასულ კვირას განაცხადა, თუ რუსეთის ფედერაცია ამ ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფლება მიეცემა სამიზნეებს უფრო შორ დისტანციებზე მიაღწიოს“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S