Accentnews.ge
ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთს შეუძლია, უკრაინაში ომი ერთი სატელეფონო ზარით დაასრულოს

ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთს შეუძლია, უკრაინაში ომი ერთი სატელეფონო ზარით დაასრულოს

03/07/2024 13:20:39 მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა Bloomberg-თან ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულებაში ჩინეთის პოტენციაზე ისაუბრა.

კერძოდ, მისი თქმით, ჩინეთზე რუსეთის დამოკიდებულება ისეთ დონეს მიაღწია, რომ პეკინს, სურვილის შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულება "ერთი ზარით" შეუძლია. სტუბის თქმით, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რომ განაცხადოს: "დროა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება." რუსეთი იძულებული იქნებოდა ეს გაეკეთებინა.

"რუსეთი ახლა ძალიან არის დამოკიდებული ჩინეთზე. სი ძინპინს ერთი სატელეფონო ზარი მოაგვარებდა ამ კრიზისს... მათ სხვა არჩევანი არ ექნებოდათ," - თქვა სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ პეკინი სარგებელს მოუტანს მოსკოვის "აგრესიული და კოლონიური ომის" დასრულებას უკრაინაში: "მან უნდა დაიცვას საერთაშორისო წესები, რომლებიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან. ეს სწორი იქნება. და ეს ასევე იქნება ჩინეთის ლიდერობის დემონსტრირება".

ის არ დაეთანხმა უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანის წინადადებას, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტისას წარუდგინა:

"ახლა არ შეიძლება საუბარი იყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაჟინებული მოლაპარაკებების შესახებ. რაც რუსეთს ესმის, მხოლოდ ძალაა. ამიტომ, რაც უფრო მეტად შევძლებთ უკრაინის დახმარებას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი".

მან ევროპას მოუწოდა, გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამავდროულად გაზარდოს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები. სტუბმა თქვა, რომ ევროპა უნდა გადავიდეს "ომის ეკონომიკაზე" საბრძოლო მასალისა და იარაღის შეკვეთების კონსოლიდაციით, რათა მის თავდაცვის ინდუსტრიას გრძელვადიანი პერსპექტივა მისცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S