Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინა განიხილავს აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანზიტს

ზელენსკი: უკრაინა განიხილავს აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანზიტს

03/07/2024 13:43:13 ევროპა

უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, რადგან ის ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი და დაეხმაროს დასავლელ მეზობლებს ენერგოუსაფრთხოებაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეთანხმება რუსული გაზის აზერბაიჯანული მიწოდებით ჩანაცვლებაზე „ერთ-ერთი წინადადებაა“, რომელიც ამჟამად განიხილება, თქვა ზელენსკიმ. ”ამას აკეთებენ ახლა ოფიციალური პირები,” - დასძინა მან.

ევროპა რუსულ გაზზე უარის თქმას ცდილობს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მაგრამ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა აგრძელებს მის მიღებას მილსადენით, რომელიც კვეთს უკრაინას.სატრანზიტო შეთანხმებას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება და იმის გამო, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება, ბაზრის ბევრი დამკვირვებელი ელოდება გაზის ნაკადების შეწყვეტას.

„ახლა განიხილება ალტერნატიული ნაბიჯები იმის თაობაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ მილსადენი სხვა მიმწოდებელთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ზელენსკიმ. ”ჩვენ არ გვინდა გავაგრძელოთ გაზის კონტრაქტი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ არ გვინდა, რომ მათ აქ ფული გამოიმუშაონ",– დასძინა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S