Accentnews.ge
DRI: ხელისუფლება ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორია

DRI: ხელისუფლება ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორია

03/07/2024 13:47:37 საზოგადოება

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" [DRI] ცნობით, ხელისუფლება ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორია. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, აღნიშნულ დასკვნამდე სოციალურ და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული მოძრაობის ძირითად აქტორებზე 18 თვის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგად მივიდა.

"დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში, ანტიგენდერული დისკურსის ძირითად აქტორებად „ქართული ოცნების“, მისი სატელიტი პოლიტიკური ძალების, ღიად პროსახელისუფლებო მედია პლატფორმებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები გვევლინებიან. თუ საანგარიშო პერიოდამდე, ჰომოფობიური და ანტიგენდერული რიტორიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნიშას წარმოადგენდა, დღეს ის მთლიანად აითვისა „ქართულმა ოცნებამ“.

მმართველი პარტიის სრული შებრუნება ულტრაკონსერვატიული მიმართულებით განსაკუთრებით ხილვადი გახდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რამაც კიდევ უფრო გამოკვეთა „ქართული ოცნებისა“ და ძალადობრივი, ულტრამემარჯვენე ფლანგის ანტიგენდერული და ჰომოფობიური დისკურსის იდენტური კონტურები. ამ ჯგუფების პოლიტიკური ლექსიკა და რიტორიკა იმდენად მსგავსი გახდა, რომ ხშირ შემთხვევაში რთულია ანტიგენდერული და ჰომოფობიური კამპანიების პირველწყაროს განსაზღვრა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და ხელისუფლების მხრიდან დროთა განმავლობაში იზრდება გენდერული და ლგბტიქ+ იდენტობის საკითხებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში, ნათლად იკვეთება ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც მეტწილად ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ვითარდება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ყურადსაღებია ხელისუფლების წარმომადგენელთა სექსისტური გამონათქვამები, სიტყვიერი თავდასხმები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და საქართველოს პრეზიდენტზე", – აცხადებს DRI.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S