Accentnews.ge
შვედეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი დააკავა

შვედეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი დააკავა

03/07/2024 13:53:09 მსოფლიო

შვედეთმა 2012 წელს სირიაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. იუწყება AFP.

შვედეთის პროკურატურის განცხადებით, დაკავება გერმანიასთან თანამშრომლობით ჩატარებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

გამოძიების ზედამხედველმა პროკურორმა ულრიკა ბენტელიუს ეგელრუდმა დააზუსტა, რომ ეჭვმიტანილები დააკავეს „გერმანიასთან, ევროჯასტთან და ევროპოლთან კარგი თანამშრომლობის წყალობით“.

ამავდროულად, გერმანიის პროკურატურამ ხუთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განაცხადა. ორივე ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ შემთხვევების დეტალებს არ ასაჯაროებენ.

ცოტა ხნის წინ, შვედურმა სასამართლომ გაამართლა სირიის არმიის ყოფილი გენერალი მუჰამედ ჰამო, რომელსაც ბრალი ედებოდა სამშობლოში 10 წელზე მეტი ხნის წინ სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობაში.

მაისში, საფრანგეთის სასამართლომ სამი სირიელი მოხელე დამნაშავედ ცნო ომის დანაშაულში ფრანგი-სირიელი მამა–შვილის გაუჩინარებასა და შემდგომ სიკვდილში მონაწილეობისთვის. იუწყებოდნენ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი სირიელი ოფიციალური პირები ომის დანაშაულების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

გასულ კვირას გერმანიაში დაიწყო 47 წლის სირიელი მამაკაცის სასამართლო პროცესი, რომელიც ბრალდებულია სირიაში ომის დანაშაულებში, ჩადენილი პრო-სამთავრობო მილიციის მიერ 2012-2015 წლებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S