Accentnews.ge
ზელენსკი ტრამპს მოუწოდებს, გააცნოს კიევს ომის დასრულების მისეული გეგმა

ზელენსკი ტრამპს მოუწოდებს, გააცნოს კიევს ომის დასრულების მისეული გეგმა

03/07/2024 14:04:11 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დოლალდ ტრამპს მოუწოდებს, გააცნოს კიევს ომის დასრულების მისეული გეგმა.

"თუ ტრამპმა იცის, როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, სამართლიანი იქნებოდა, რომ ეს მან დღეს გვითხრას, რადგან, თუ უკრაინის დამოუკიდებლობას ემუქრება საფრთხე, თუ არსებობს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, გვექნება, თუ არა ნოემბერში აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა, თუ სულ მარტო ვიქნებით“, - განაცხადა ზელენსკიმ Bloomberg–თან საუბრისას.

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს არაერთხელ უთქვამს, რომ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა. თუმცა ტრამპს არასოდეს დაუსახელებია ამ გეგმის დეტალები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S