
დნიპროზე რუსების მორიგ თავდასხმას 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მინიმუმ, 47 დაშავდა
03/07/2024 14:10:43 მსოფლიო
3 ივლისს რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით მორიგი იერიში მიიტანა ქალაქ დნიპროზე. დაზიანდა სავაჭრო ცენტრი. თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 5 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა, მინიმუმ, 47.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე "ისკანდერის" ტიპის 3 რაკეტით, Х-59-ის ტიპის 4 რაკეტითა და 5 "შაჰედის" ტიპის დრონით მიიტანა იერიში. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 11 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო: 1 "ისკანდერი", 4 X-59, 5 "შაჰედი" და 1 დრონი "ორლან-10".
რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ რუსეთის თავდასხმის სამიზნე იყო საწარმო "იუჟმაში", რომელიც სარაკეტო-კოსმოსურ ტექნიკას აწარმოებს.