
ქარიშხალმა "ბერილიმ" იამაიკაზე, სულ მცირე, 7 ადამიანი იმსხვერპლა
03/07/2024 16:30:38 მსოფლიო
მე-4 კატეგორიის სიძლიერის ქარიშხალმა "ბერილიმ" იამაიკაზე, სულ მცირე, 7 ადამიანი იმსხვერპლა, - იუწყება Reuters.
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, ქარიშხალმა დაახლოებით დილით 5 საათისთვის იამაიკის დედაქალაქ კინგსტონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 300 კილომეტრის დაშორებით გაიარა. მისი სიჩქარე დაახლოებით 230 კილომეტრ საათს აღწევდა.
ქარიშხალმა აღმოსავლეთ კარიბის ზღვის პატარა კუნძულებზე სახლები და სოფლის მეურნეობა გაანადგურა. გარდა ამისა, "ბერილიმ" დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გამოიწვია წყალდიდობა პატარა კუნძულებზე.