აშშ–ის ელჩი: მსურს, მივულოცო გუნდს, რომელმაც მთელს საქართველოს და ყველას, ვისაც საქართველო გვიყვარს, დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა

03-07-2024 21:15:07 ციტატა

"ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გაღებულ უზარმაზარ მსხვერპლზე, და ეს არის დღე, როდესაც გვახსოვს, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. თუმცა, ამავდროულად ეს არის ზეიმის, ოპტიმიზმისა და სიხარულის დღე. ამიტომ, მსურს, ამ საღამოს ზეიმი დავიწყოთ იმით, რომ მივულოცო გუნდს, რომელმაც მთელს საქართველოს და ყველას, ვისაც საქართველო გვიყვარს, დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა– ვულოცავ ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და ყველა საქართველოს მოქალაქეს ევროპის ჩემპიონატში ისტორიულ ასპარეზობას!", – ამის შესახებ საქართველოში საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები