
Geo Team: გიორგი ლორიამ "დინამო" დატოვა და კარიერას კვიპროსულ "ომონიაში" გააგრძელებს
03/07/2024 18:50:41 საზოგადოება
"დინამო თბილისსა" და გიორგი ლორიას შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმება დღეს შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
მისი ცნობით, საქართველოს ნაკრების 38 წლის მეკარე კარიერას კვიპროსის უმაღლეს ლიგაში ახლადდაწინაურებულ გუნდში "ომონიაში" გააგრძელებს.
დინამო ახალ მეკარეს არ დაიმატებს. გუნდი ნდობას 20 წლის მეკარეს მიხეილ მაქაცარიას უცხადებს.