
უკრაინა: რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი გავანადგურეთ
04/07/2024 06:20:51 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო თავდასხმა წუხელ მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა.
დღეს დილით კიევის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები კიევს ტალღებად, სხვადასხვა მხრიდან უახლოვდებოდნენ.
ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად არცერთ დრონს კიევამდე არ მიუღწევია და ყველა აპარატი დედაქალაქის მისადგომებთან განადგურდა.
ადგილობრივი დროით 09:00 საათზე უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ თავდაცვის ძალებმა კიევის და ასევე ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავის ოლქების ფარგლებში ჩამოაგდეს რუსეთის მიერ გამოყენებული 22-დან 21 დრონი.