Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი: სამიტზე უკრაინას NATO-ში გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი: სამიტზე უკრაინას NATO-ში გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებენ

04/07/2024 06:27:33 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დაგლას ჯონსი აცხადებს, რომ მომავალ კვირას, ვაშინგტონში NATO-ს სამიტის დროს უკრაინას შესთავაზებენ "კონკრეტულ გზებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი წევრობის დასაჩქარებლად", – იუწყება "ამერიკის ხმა".

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ საბოლოო დეკლარაცია დაადასტურებს, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი, მაგრამ კონკრეტული ფორმულირება ჯერ კიდევ შეთანხმებულია.

ჯონსის თქმით, ალიანსი განიხილავს იმას, თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში ახლა, როგორ შეაჩეროს რუსეთი მომავალში და როგორ მოემზადოს NATO-ს წევრობისთვის.

ვაშინგტონში სამიტზე ასევე მიწვეულნი არიან 35 პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც არ არიან NATO-ს წევრები. ეს ასევე ზედიზედ მესამე სამიტი იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ NATO-ს წევრი 32-ვე ქვეყნის მეთაური, არამედ ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორი ქვეყნების ლიდერები: ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა და ახალი ზელანდია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S