Accentnews.ge
უეფამ შესაძლოა, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი დასაჯოს მემარჯვენე რადიკალების ჟესტისთვის [ფოტო]

უეფამ შესაძლოა, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი დასაჯოს მემარჯვენე რადიკალების ჟესტისთვის [ფოტო]

04/07/2024 06:52:01 მსოფლიო

UEFA–მ დაიწყო გამოძიება თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის მერიჰ დემირალის წინააღმდეგ თურქი ნაციონალისტების ჟესტის გამო, რომელიც მან აჩვენა ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ავსტრიის ნაკრების ნაკრების წინააღმდეგ.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი გამოეხმაურა დემირალის ჟესტს, რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ "მგლის მისალმებას" და რომელსაც "ფაშისტურად" მიიჩნევენ ევროპის რიგ ქვეყანაში, მათ შორის – ავსტრიაში.

„თურქი მემარჯვენე ექსტრემისტების სიმბოლოებს ადგილი არ არის ჩვენს სტადიონებზე. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის რასიზმის პლატფორმად გამოყენება სრულიად მიუღებელია. ჩვენ ველით, რომ უეფა ჩაატარებს გამოძიებას და განიხილავს შესაძლო სანქციებს“, - წერს ის სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე.

საპასუხოდ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩი იურგენ შულცი ფეზერის სიტყვების გასაპროტესტებლად.

თავად დემირალმა განმარტა, რომ არ სურდა ვინმეს შეურაცხყოფა და რომ მისი ჟესტი მხოლოდ მის „თურქულ იდენტობას“ უკავშირდებოდა. „ამას მიღმა არ არის დამალული მესიჯი. ჩვენ ყველანი თურქები ვართ და მე ძალიან ვამაყობ, რომ თურქი ვარ. უბრალოდ მინდოდა, მეჩვენებინა რამდენად ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება ამ ჟესტის ჩვენების“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S