
ასტანაში SCO-ს სამიტი დაიწყო, ორგანიზაციაში ბელარუსი მიიღეს
04/07/2024 07:04:42 მსოფლიო
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტი ასტანაში ორგანიზაციაში ბელარუსის მიღების შემდეგ დაიწყო.
„ბელარუსმა დაასრულა აუცილებელი პროცედურები ორგანიზაციაში სრულუფლებიანი წევრობის გზაზე“, - თქვა ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა სამიტის გახსნისას.
ბელარუსი SCO-ს მეათე წევრი გახდა. ორგანიზაციაში უკვე შედიან ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
სამიტს 16 სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი, ასევე გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელები ესწრებიან. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ „მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონული პრობლემების“ გადაწყვეტას.
სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართება "SCO +"-ის შეხვედრა თემაზე "მსოფლიო ერთიანობის შესახებ სამართლიანი სამყაროსთვის, ჰარმონიისა და განვითარებისთვის". მოსალოდნელია, რომ სამიტზე დამსწრე ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ამ საკითხზე ისაუბრებს, იუწყება Kazinform.
SCO დაარსდა 2001 წელს, რომლის მიზანი იყო მის წევრებს შორის კავშირების განვითარება ეკონომიკურ, სამეცნიერო, ტექნიკურ და კულტურულ სფეროებში. ბელარუსმა SCO-ში გაწევრიანება 2022 წელს მოითხოვა.