Accentnews.ge
თურქეთში რუსი ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოყვა, არის მსხვერპლი

თურქეთში რუსი ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოყვა, არის მსხვერპლი

04/07/2024 07:48:54 მსოფლიო

ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ანტალიაში ავარიის შედეგად, იუწყება Nehir.

ავტობუსი,რომელშიც რუსი და ბელარუსი ტურისტები იმყოფებოდნენ, აეროპორტისკენ მიემართებოდა, რა დროსაც მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და სორგუნის ავტოსადგურის ხიდისა და სარკინიგზო გზის კვეთაზე ბოძს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 16 რუსი და 4 ბელარუსის მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S