Accentnews.ge
რუსეთში თაღლითობისთვის დააკავეს პოლკოვნიკი, რომელიც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობდა

რუსეთში თაღლითობისთვის დააკავეს პოლკოვნიკი, რომელიც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობდა

04/07/2024 08:11:20 მსოფლიო

რუსეთის ФСБ–მ 83-ე ცალკეული გვარდიის თავდასხმის ბრიგადის მეთაური არტემ გოროდილოვი დააკავეს, იუწყება რუსული "კომერსანტი".

გამოცემის ცნობით, მას თაღლითობას ედავებიან.

დაკავება რიაზანში მოხდა, რის შემდეგაც ოფიცერი მოსკოვში გადაიყვანეს და საგამოძიებო კომიტეტის მთავარ სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტს გადასცეს, რომელიც საქმეს იძიებს. როგორც "კომერსანტი" აღნიშნავს, სისხლის სამართლის საქმეში გოროდილოვი განიხილება საჰაერო თავდასხმის პოლკის მეთაურად. საქმის დეტალები უცნობია, თუმცა საუბარია "განსაკუთრებით დიდი ოდენობით" თანხაზე, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, "განსაკუთრებით დიდი ოდენობა" იწყება 1 მილიონი რუბლიდან.

ის იყო პოლკის მეთაური, რომელიც The New York Times-ის გამოძიების თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, იმყოფებოდა ქალაქ ბუჩაში, კიევთან ახლოს. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, 234-ე პოლკის ჯარისკაცები იაბლონსკაიას ქუჩაზე (სადაც ქალაქში დაღუპულთა უმეტესობა იპოვეს) მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში მონაწილეობდნენ.

როგორც NYT წერდა, მკვლელობები იაბლონსკაიაზე, მეტსახელად „სიკვდილის გზა“, განზრახ იყო ჩადენილი, როგორც რუსული ჯარების კიევისკენ შემდგომი წინსვლის გეგმის ნაწილი. გარდა სამხედრო ასაკის კაცებისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებისა, 234-ე პოლკის ჯარისკაცები ხოცავდნენ შემთხვევით გამვლელებს, წერს Associated Press.

NYT-ის გამოძიებამ დაადგინა 234-ე პოლკის მინიმუმ 22 ჯარისკაცის ვინაობა, რომლებიც იმყოფებოდნენ ბუჩაში და იყენებდნენ მეტსახელებს "Flacon", "Astra" და "Uran". ეს უკანასკნელი იყო პოლკის მეთაური გოროდილოვი.

2022 წლის აპრილში, კიევის მისადგომებიდან რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ, გოროდილოვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ბრძანებულებით, ნაადრევად მიენიჭა გვარდიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. მოგვიანებით იგი დაინიშნა უსურის ცალკეული საჰაერო სადესანტო ფორმირების მეთაურად. მიმდინარე წლის მაისში, სატელევიზიო სიუჟეტებში მას უწოდეს უსურიისკში განლაგებული 83-ე ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის მეთაური. 2023 წელს შეერთებულმა შტატებმა დააწესა პერსონალური სანქციები გოროდილოვის წინააღმდეგ და აუკრძალა მას ქვეყანაში შესვლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S