
საფრანგეთის მთავრობის სპიკერს და მის გუნდს თავს დაესხნენ
04/07/2024 08:48:50 მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობის სპიკერს პრისკა თევენოს და მის გუნდს თავს დაესხნენ ოთხშაბათს, გვიან ღამით. ამის შესახებ Politico იუწყება.
თევენო, საფრანგეთის პარლამენტის წევრი და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანაპარტიელი საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ თავიანთ საარჩევნო ოლქში, პარიზის დასავლეთ ნაწილში. სწორედ ამ დროს მოხდა თავდასხმა ადამიანთა ჯგუფის მხრიდან.
თევენო არ დაშავებულა, მაგრამ მისი გუნდის წევრი ყბის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაკავებულია ოთხი ადამიანი.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა დაგმო თავდასხმა და პოლიტიკური ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"ძალადობის და დაშინების ადგილი არ არის ჩვენს დემოკრატიაში, ჩვენს ქვეყანაში. მოდით, უარვყოთ ძალადობისა და სიძულვილის ატმოსფერო, რომელიც სულ უფრო მატულობს. მოვუწოდებ სასწრაფო რეაგირებისკენ", - დასძინა მან.
ულტრამემარჯვენე ჯორდან ბარდელამ თევენოს „სრული მხარდაჭერა“ აღუთქვა.