
პუტინი ყაზახეთში ვიზიტისას ირანის დროებით პრეზიდენტს შეხვდა
04/07/2024 10:36:28 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყაზახეთში ვიზიტისას ირანის დროებით პრეზიდენტ მოჰამად მოხბერს შეხვდა, რომელიც მოვალეობას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადებამდე ასრულებს.
"მოსკოვი და თეირანი მოლაპარაკებას აწარმოებენ თანამშრომლობის შესახებ ყოვლისმომცველ ორმხრივ შეთანხმებაზე, რომელიც ორმხრივი ურთიერთობის უპრეცედენტო გაფართოებას ასახავს, – იუწყება Reuters.
ირანის პრეზიდენტ რაისის საავიაციო კატასტროფაში დაღუპვის შემდეგ გამართული არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დანიშნულია მეორე ტური, რომელიც 5 ივლისს ჩატარდება.