
მწერალ ნილ გეიმანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
04/07/2024 10:44:22 მსოფლიო
ინგლისელ მწერალ ნილ გეიმანს ორი ახალზელანდიელი ქალი სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს.
23 წლის სკარლეტი ამბობს, რომ 2022 წელს გეიმანთან ძიძად მუშაობდა. ბრალმდებლის თქმით მწერალი აბაზანაში თავს დაესხა და სექსუალურად იძალადა.
მეორე ქალი, რომელსაც მწერალთან 2005 წელს, 20 წლის ასაკში ჰქონდა ურთიერთობა, ამბობს, რომ ხშირად "უხეში და მტკიცნეული" სექსი ჰქონდათ, რომელიც რიგ შემთხვევებში ქალს "არ უნდოდა და არ მოსწონდა".
ქალების ბრალდება მწერალმა უარყო.