Accentnews.ge
Politico: ბაიდენმა თქვა, რომ დებატების შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა

Politico: ბაიდენმა თქვა, რომ დებატების შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა

04/07/2024 12:08:06 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დემოკრატი გუბერნატორებთან დახურული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მან სამედიცინო შემოწმება გაიარა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ. ამის შესახებ Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანამოსაუბრეებმა თქვეს, რომ შეხვედრის დროს, „პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და მისი პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესახებ მზარდი შეშფოთების გამო“, ერთ-ერთმა გუბერნატორმა ჰკითხა ბაიდენს, როგორ გრძნობდა თავს. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ბოლო დღეებში გაიარა სამედიცინო შემოწმება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ჯერ კიდევ "კარგი ჯანმრთელობა აქვს".

თუმცა, Politico-ს წყარომ, რომელიც იცნობს პრეზიდენტის განრიგს, აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ექიმმა ბაიდენი მხოლოდ ზედაპირულად გასინჯა გაციების სიმპტომების გამო. ეს მოკვლევა არ მოიცავდა სერიოზულ ტესტებს, განმარტა გამოცემის თანამოსაუბრემ.

როგორც Reuters ადრე წერდა, ჯო ბაიდენმა დებატებზე მისი არასახარბიელო წარდგომა მიაწერა საერთაშორისო ფრენების გამო დაღლილობას. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს მას არ ამართლებს.

81 წლის ბაიდენის გამოსვლამ 27 ივნისს პირველ საპრეზიდენტო დებატებზე ბევრი დემოკრატის შეშფოთება გამოიწვია. აღინიშნა, რომ ბაიდენი ყოველთვის ბოლომდე ვერ გადმოსცემდა საკუთარ აზრს, ზოგჯერ უჭირდა სიტყვების პოვნა და პასუხისას იბნეოდა. The New York Times–მა თქვა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა "უნდა დატოვოს რბოლა" და რომ "მასში დარჩენა უგუნური აზარტული თამაში იქნებოდა".

არაერთმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ დემოკრატებმა შესაძლოა კანდიდატის შეცვლაზე დაიწყონ მსჯელობა. თუმცა პრეზიდენტის შტაბში დებატების შემდეგ აღნიშნეს, რომ ის არ დატოვებს საარჩევნო რბოლას. თავად ბაიდენმა ამომრჩევლებს მიმართა, რომ მას ესმის, რომ "აღარ არის ახალგაზრდა", რომ არ ლაპარაკობს "ისევე კარგად, როგორც ადრე", მაგრამ მან იცის "როგორ შეასრულოს" აშშ–ის პრეზიდენტის მოვალეობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S