Accentnews.ge
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი ჯაფარიძე მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი ჯაფარიძე მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა

04/07/2024 14:23:04 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია "ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე 5 000 ლარით დააჯარიმა.

შსს მას 2 მაისს გმირთა მოედნის გზის პიკეტირების ორგანიზებას ედავებოდა.

ორგანიზაცია მოქალაქეებს დახმარების თხოვნით მიმართავს დაკისრებული ჯარიმის გადახდის მიზნით.

"მეგობრებო, თქვენი დახმარება დაგვჭირდება. დღეს სასამართლომ ჩვენს დამფუძნებელს გიორგი ჯაფარიძეს 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, 2 მაისს გმირთა მოედნის გზის პიკეტირების ორგანიზებისთვის. გასაჩივრება არ შეიძლება თუ თანხას არ გადაიხდის, ვადა არის 7 დღე",– წერს ორგანიზაცია და ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს.

GE16TB7891345061600006

GE53BG0000000131336304

სასამართლომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის არაერთი მონაწილე დააკავა. პარალელყრად, ამ დრომდე არავინ მიუციათ პასუხისგებაში მომიტინგეებზე ძალადობისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S