
მოდი რუსეთს 8-9 ივლისს ეწვევა
04/07/2024 14:27:02 მსოფლიო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთს 8-9 ივლისს ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისას ტრადიციულად მეგობრული რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებისა და საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვა მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტს კრემლი „უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს“.