
„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა და 20 უპილოტო აპარატი გაუშვა
04/07/2024 14:40:22 მსოფლიო
„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა და 20 უპილოტო აპარატი გაუშვა. იტყობინება The Times of Israel.
იუწყებიან, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების და უპილოტო აპარატების ნაწილი ჩამოაგდო.
ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად ისრაელის ჩრდილოეთში, გალილეასა და გოლანის მაღლობებზე 10 ადგილას გაჩნდა ხანძარი.
ხანძრის შედეგად, გოლანის მაღლობებზე, სულ მცირე ერთი გზატკეცილია ჩაკეტილი
სარაკეტო იერიშის შემდეგ ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეები დაბომბა.
ჰეზბოლასთან მზარდი სამხედრო ესკალაციის ფონზე 18 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ არმიამ უკვე დაამტკიცა საომარი მოქმედების გეგმა ლიბანში.
გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება ამ მონაკვეთზე მოქმედი სამხედრო დანაყოფების მზაობის დონის გაზრდის შესახებ.
ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის მრჩეველის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისრაელი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ მასშტაბურ იერიშს წამოიწყებს, ეს რეგიონული ომის წინაპირობა გახდება, რადგანაც ირანი და "წინააღმდეგობის რკალი" მთელი თავისი რესურსით მხარს "ჰებზოლას" დაუჭერს.