Accentnews.ge
ფიცოს მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა

ფიცოს მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა

04/07/2024 14:55:35 მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა.

სლოვაკეთის გენერალური პროკურორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრალდებულს დღეს ეცნობა იმ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ, რისთვისაც მას ბრალი წაუყენეს.

„მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა შემდგომში იქნება იურიდიულად კვალიფიცირებული, როგორც ტერორისტული თავდასხმის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“, – აცხადებს მაროშ ჟილინკა.

რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს მოხდა. თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 71 წლის იურაი ცინტულა, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ახლო მანძილიდან ოთხჯერ ესროლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S