Accentnews.ge
რუსეთში სპირტიანი სასმელების ექსპორტი 212.7%-ით გაიზარდა - TOP მიმწოდებლები

რუსეთში სპირტიანი სასმელების ექსპორტი 212.7%-ით გაიზარდა - TOP მიმწოდებლები

04/07/2024 15:05:42 საზოგადოება

საქართველომ 2024 წლის 5 თვეში სპირტიანი სასმელების ექსპორტით 104.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 52.2%-ით მეტია. ზრდა, ძირითადად რუსეთის ხარჯზე მოდის, სადაც ექსპორტი 212.7%-ით არის გაზრდილი. მასზე მოდის ექსპორტის წილის 55.6%,- იტყობინება BM.GE.

სპირტიანი სასმელების TOP-10 კომპანია და მათ მფლობელები:

  • სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - თავმჯდომარე/წევრი: დავით დუგლაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, წევრი: ეკატერინე დუგლაძე, დირექტორი - გოჩა გიოშვილი;
  • სს სარაჯიშვილი - თავმჯდომარე/წევრი: ელგუჯა ბუბუტეიშვილი, წევრები: გელა შენგელია, თენგიზ ჯაფარიძე, მარინა მალაზონია;
  • შპს Bolero & Company - წილის 100%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს;
  • შპს GVMT Group - ამ შემთხვევაში, კომპანიის წილს სრულად ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს;
  • შპს ანასეულის კომბინატი - კომპნიას სრულად ფლობს რუსეთისა და საქართველოს ორმაგიმოქალაქე გოჩა ჩხაიძე;
  • შპს ასკანელი ძმები - წილის 55%-ს გოჩა ჩხაიძე ფლობს 45%-ს კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი, რომელიც ასევე გოჩა ჩხაიძის საკუთრებაა;
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - წილის 25.6%-ს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს. 25.6% ეკუთვნის "ქართული ოცნების" კვოტით პარლამენტის წევრ ზაალ დუგლაძეს, რომლის წილის მმართველი დავით დუგლაძეა. დამოუკიდებლად ზუსტად იგივე მოცულობის წილს 25.6%-ს ფლობს დავით დუგლაძეც. 23%-ს კი, მალხაზ ყანჩაველს ეკუთვნის;
  • შპს კ და ქართული სპირტი - კომპანიის 80% აქა ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის, 20% კი, ასევე რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქლაქეს, გიორგი ღამბაშიძეს;
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - კომპანიის 100%-ს ზურაბ ჩხაიძე ფლობს;შპს ქვლივო - კომპანიის წილის 100% შპს ქართველი-ს საკუთრებაა, რომელსაც თავის მხრივ, შპს ლ.ს.ა. გრუპი ფლობს, რომლის წილის 100% ჯიმშერ ჩხაიძეს ეკუთვნის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ არის მოწოდებული, უწყება კი, ჩამონათვალს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.

1 მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, აქციზი 3-ჯერ გაიზარდა. შედეგად, მაისში რუსეთში 4 მლნ 990 ათასი დოლარის ღირებულების 1 616 ტონა ღვინო გავყიდეთ, რაც ღირებულებაში 70%-ით, ხოლო მოცულობაში 73%-ით ნაკლებია. პროდუქციას შორის, რომელზეც რუსეთმა გადასახადი გაზარდა არ მოხვდა სპირტის მაღალი შემცველობის პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი მეღვინეები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან კორპორაცია "უკრვინპრომ"–ში, კიევისგან ითხოვენ სანქციების დაწესებას ღვინისა და კონიაკის მწარმოებლების წინააღმდეგ საქართველოდან და სომხეთიდან, რომელთა პროდუქცია, მათი თქმით, კვლავ იყიდება რუსეთის ფედერაციაში, ისევე როგორც რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. ამის შესახებ საუბარია სტატიაში სათაურით, „უკრაინამ ტემპერატურა აწია. ქართველი და სომეხი მეღვინეების წინააღმდეგ სანქციები მზადდება“.

"უკრვინპრომ"–მა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს უკვე მიმართა სანქციების დაწესების წინადადებით.

ქართულ კომპანიებს შორის, რომელთა მიმართაც არის სანქციები შეთავაზებული, არიან: "ძმები ასკანელები", "ადამარი", "ქართული ღვინის სახლი", "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", "ტიფლისის ღვინის მარანი" და "სარაჯიშვილი".

თუ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას დაამტკიცებს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სახელმწიფო სანქციების პოლიტიკის განსახორციელებლად, საბაჟო არ შეუშვებს პროდუქციას უკრაინაში, – თქვა „უკრვინპრომის“ გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კუჩერენკომ.

მისი თქმით, საუბარი არ არის ქართული და სომხური ღვინისა და კონიაკის სრულ აკრძალვაზე.

„მოვუწოდებთ, აიკრძალოს პროდუქციის წვდომა მხოლოდ მწარმოებლების იმ ნაწილისთვის, რომლებიც ცდილობენ „ორ სკამზე ჯდომას“ რუსეთის ბაზარზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროდუქციის გაყიდვით, იმავდროულად უკრაინის ბაზარზე დარჩენით. ეს პირველ რიგში, მათ ეხებათ, რომლებსაც რუსი მფლობელები ჰყავთ“, - დასძინა „უკრვინპრომის“ გენერალურმა დირექტორმა.

ასოციაციის წერილში ნათქვამია, რომ რამდენიმე ქართული ღვინის ქარხნის მეწილეები არიან მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და შემომწირველები. მათ შორის არიან ზურაბ ჩხაიძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ზაალ დუგლაძე, ზაზა კიკაბიძე და ნანა მენაბდიშვილი.

„ყველა ეს კომპანია თითქმის ერთდროულად იღებდა გიგანტურ შეკვეთებს უმსხვილესი რუსული საცალო ქსელებიდან“, - ნათქვამია წერილში.

„უკრვინპრომმა“ გამოთვალა, რომ სანქციების შემოღების შემდეგ მზა ღვინის პროდუქციის ბაზარზე დაახლოებით 15% გათავისუფლდება. ამ ხარვეზის ანაზღაურება უკრაინელ მწარმოებლებს შეუძლიათ, რომლებმაც ომის გამო დაკარგეს ვენახების მნიშვნელოვანი ფართობები და წარმოების მოცულობა. იგივე ეხება კონიაკის მწარმოებლებსაც.

მანამდე უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) უკრაინულმა პორტალმა - „War & Sanctions“ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა კომპანია „Bolero & Company“, რომლის ბენეფიციარი მფლობელია კარიჭაშვილი ვახტანგი. მას აქვს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა, არის მინიმუმ 14 ქართული კომპანიის დამფუძნებელი, ასევე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი, როგორც პორტალზეა მითითებული:

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S