Accentnews.ge
პუტინი: თალიბები რუსეთის მოკავშირეები არიან ტერორიზმთან ბრძოლაში

პუტინი: თალიბები რუსეთის მოკავშირეები არიან ტერორიზმთან ბრძოლაში

04/07/2024 18:13:19 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ავღანეთის მმართველ რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "თალიბანს" რუსეთის მოკავშირე უწოდა ტერორიზმთან ბრძოლაში. იმავდროულად, მას არ უხსენებია, რომ მოძრაობა რუსეთში ოფიციალურად კვლავ აკრძალულია და ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი.

„ზოგადად, უნდა ამოვიდეთ იქედან, რომ "თალიბანი" აკონტროლებს ხელისუფლებას ქვეყანაში. და ამ თვალსაზრისით, თალიბები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მოკავშირეები არიან ტერორიზმთან ბრძოლაში“, - ციტირებს რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS პუტინის სიტყვებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებს ასტანაში უპასუხა, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი დასრულდა.

თალიბები შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებენ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. სწორედ ამ ტერორისტული დაჯგუფების ავღანურმა ფრთამ აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვის მახლობლად მდებარე "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა, რომელსაც 144 ადამიანი შეეწირა. ამავდროულად, ამ ტერაქტთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვეულებრივ საუბრობენ უკრაინულ ან დასავლურ „კვალზე“, და არა რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაციებზე. უცნობია, გაუწია თუ არა რუსეთს დახმარება "თალიბანმა" ტერაქტის გამოძიებაში.

"თალიბანის" მთავრობა ოფიციალურად არ არის აღიარებული რუსეთის, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ, მაგრამ მათ წარმომადგენლებს რეგულარულად იწვევენ რუსეთში სხვადასხვა ღონისძიებებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ისინი მომხრენი არიან "თალიბანისთვის" ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნის.

პუტინისადმი დასმული კითხვების უმეტესობა უკრაინის ომს ეხებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ უჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტის იდეას, სანამ უკრაინა არ შეასრულებს რიგ პირობებს. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მეორე მხარე დათანხმდება რუსეთის ფედერაციისთვის მისაღები ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა პუტინმა. მანამდე მან ასეთ პირობებად მოიხსენია უკრაინის ჯარების გაყვანა მისი ოთხი რეგიონიდან, რომელთა ნაწილი რუსეთს აქვს ანექსირებული, ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S