
მიშელი – ორბანის მოსკოვში ვიზიტზე: ევროკავშირის მანდატი არ აქვს
04/07/2024 18:36:35 ევროპა
ევროსაბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რუსეთში პარასკევს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ..
მიშელმა თქვა, რომ უნგრეთს, რომელიც ივლისის დასაწყისიდან ევროკავშირის საბჭოს როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობს, არ აქვს ევროკავშირის სახელით რუსეთთან ურთიერთობის მანდატი.
„ევროპის საბჭოს აქვს მკაფიო პოზიცია: რუსეთი არის აგრესორი, უკრაინა არის მსხვერპლი, უკრაინაზე უკრაინის გარეშე არანაირი დისკუსია არ შეიძლება შედგეს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
მედიის ცნობით, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ორბანი 5 ივლისს მოსკოვში გაემგზავრება და ვლადიმირ პიტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.
1 ივლისს უნგრეთი ოფიციალურად გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე. ანუ ორბანი შეხვდება პუტინს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური.