
ჩეხეთმა რუსებს ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტების გარეშე შესვლა აუკრძალა
04/07/2024 19:06:30 ევროპა
ჩეხეთის რესპუბლიკამ 3 ივლისიდან შეწყვიტა რუსეთის ფედერაციის არაბიომეტრიული პასპორტების აღიარება, იუწყება სააგენტო CTK ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
„თუ რუსეთის მოქალაქე ჩეხეთში არაბიომეტრიული პასპორტით გამოჩნდება, მაშინ ის აქ არალეგალურად იმყოფება და ჩვენ ვცდილობთ, გადავწყვიტოთ, რა ვუყოთ მათ“, - თქვა დეპარტამენტის სპიკერმა მარიანა ვერნეროვამ. მან განმარტა, რომ ძველი სტილის დოკუმენტები უფრო ადვილად გაყალბებადია.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპოვსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსებისთვის წაყენებული ახალი მოთხოვნა უსაფრთხოების საკითხებით არის განპირობებული.
„არ დაველოდებით მორიგ დივერსიას. ვისაც სურს ჩვენს ქვეყანაში დარჩენა, უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად ისაა, ვიზეც საუბრობს, რომ არის. ამიტომ, პასპორტები არაბიომეტრიული მონაცემებით, რომლებიც, კერძოდ, ვრბეტიცაში მკვლელებმა გამოიყენეს, რუსებისთვის საკმარისი არ იქნება“, - აღნიშნა ლიპოვსკიმ.
CTK-ის ცნობით, ჩეხეთის ხელისუფლება სხვა ევროპულ ქვეყნებს მსგავსი შეზღუდვების დანერგვისკენ მოუწოდებს. დანიამ უკვე შეწყვიტა არაბიომეტრიული პასპორტებით რუსების შეშვება.
რუსეთში ამჟამად გაიცემა ორი სახის უცხოური პასპორტი. ბიომეტრიული 10 წლის ვადით და არაბიომეტრიული - ხუთი.