Accentnews.ge
Reuters: NATO-ში უკრაინისთვის €40 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

Reuters: NATO-ში უკრაინისთვის €40 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

04/07/2024 19:15:32 მსოფლიო

ნატოს წევრმა სახელწიფოებმა მიაღწიეს შეთანხმებას მომდევნო წელს უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. წერს Reuters ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ალიანსის წევრებმა უარყვეს იენს სტოლტენბერგის წინადადება უკრაინის დაფინანსების მრავალწლიან გარანტიებთან დაკავშირებით, გარკვეული ცვლილებების შემდეგ კონსენსუსი მაინც შედგა.

მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტზე გამოაცხადებენ, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.

გარდა ამისა, მოკავშირეები შეთანხმდნენ, მოამზადონ დეტალური ანგარიშები იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყანა რა შეიარაღებას აწვდის უკრაინას.

მანამდე New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სამიტზე მოკავშირეები გამოაცხადებენ უკრაინის დახმარების ერთიანი ცენტრის შესახებ. ის გულისხმობს უკრაინის სამხედრო დახმარების ყველა არსებული ფორმატის ინტეგრირებს ერთიან ცენტრში. ცენტრი უშუალოდ ალიანსის ხელმძღვანელობას დაექვემდებარება. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ცენტრის შექმნა გაგზავნის მკაფიო სიგნალს როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მიმართ, რომ დასავლეთი არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას. გარდა ამისა, უკრაინაში ამოქმედდება ალიანსი სპეციალური წარმომადგენლის ოფისი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S