
წინასწარი შედეგებით, ბრიტანეთის არჩევნებში "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა
05/07/2024 06:01:26 მსოფლიო
წინასწარი შედეგებით, ბრიტანეთის არჩევნებში "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა. პარტიის ლიდერმა მოიპოვა თემთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 326 ადგილი, უფრო ზუსტად, ეგზიტპოლის მონაცემებით 410 მანდატი და დაასრულა კონსერვატორთა 14-წლიანი მმართველობა.
პარტიის ლიდერმა კეირ სტარმერმა სიტყვით მიმართა გახარებულ მხარდამჭერებს და თქვა, რომ "ცვლილება ახლა იწყება". მან ბრიტანელებს მიმართა, რომ მათ ხმა მისცეს, ახლა კი ჯერი ლეიბორისტებზეა, რომლებმაც დაპირებები უნდა შეასრულონ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი "კონსერვატიული პარტიის" დამარცხება აღიარა და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, მომავალ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.
სუნაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსერვატორების მარცხზე პასუხისმგებლობას იღებს და მათთვის ბრიტანელების ვერდიქტი გამოსაფხიზლებელი იქნება. თავად რიში სუნაკმა თემთა პალატის არჩევნებში გაიმარჯვა იორკშირში, რიჩმონდის ოლქში.