
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ
05/07/2024 06:21:23 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი განეიტრალებულია.
"რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ, რუსეთის ფედერაციის კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან Shahed-131/136 ტიპის 32 დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა 32-ვე დრონი გაანადგურეს", – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მისი ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდესმიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის ოლქებში.