
მიშელმა ორბანს შეახსენა, რომ რუსეთი აგრესორია, უკრაინა - მსხვერპლი
05/07/2024 06:28:25 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეახსენა, რომ რუსეთი აგრესორია, უკრაინა - მსხვერპლი. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს.
"როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობა არავის აძლევს ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის უფლებამოსილებას", – დაწერა მიშელმა სოციალურ ქსელში. მიშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის შესახებ უკრაინის მონაწილეობის გარეშე არანაირი დისკუსია არ იქნება.
გუშინ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ 5 ივლისს ორბანი მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. უნგრეთის მთავრობას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.