Accentnews.ge
„მედია“: აშშ გარღვევას ხედავს ისრაელ-„ჰამასის“ მოლაპარაკებებში

„მედია“: აშშ გარღვევას ხედავს ისრაელ-„ჰამასის“ მოლაპარაკებებში

05/07/2024 07:03:37 მსოფლიო

აშშ ხედავს გარღვევას ისრაელ - „ჰამასის“ მოლაპარაკებებში, – იტყობინება „როიტერი“.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ საკმაოდ მნიშვნელოვანი კორექტირება მოახდინა თავის პოზიციაში ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პოტენციურ შეთანხმებასთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ ეს გამოიწვევს შეთანხმების მიღწევას, რომელიც იქნება ნაბიჯი ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისკენ.

„ჩვენ მივაღწიეთ გარღვევას“, – თქვა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით და რომ მისი მიღწევა არ იქნება მოსალოდნელი რამდენიმე დღის განმავლობაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ გადაწყვიტა, დელეგაცია გაგზავნოს „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეფერხებული მოლაპარაკებების განახლებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S