"ზნეობივი და მორალული მოსაზრებები უგულებელყოფილია" – ქვეყნების დესტაბილიზაციის რუსული გეგმა გამოქვეყნდა

05-07-2024 12:31:16 ეს საინტერესოა

The Insider-მა მოიპოვა და გამოაქვეყნა მიმოწერა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დასავლეთთან "საინფორმაციო ომზე". მასში ისინი პრაქტიკულად განიხილავენ უკრაინაში და მის მხარდამჭერ დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმას.

გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსული სპეცსამსახურების ჯგუფმა ჯერ კიდევ 2022 წელს დაგეგმა ფართომასშტაბიანი კამპანია უკრაინისა და დასავლეთის რიგი ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების მოსახლეობის დეზინფორმაციისთვის.

„დასავლური საზოგადოებისთვის მტკივნეული“ თემები (მათ შორის, არალეგალური მიგრაცია, ინფლაცია, ლტოლვილების შემოდინება უკრაინიდან) უნდა გავრცელებულიყო როგორც სპეციალურად შექმნილი ინტერნეტ პლატფორმების, ასევე არსებული სოციალური ქსელების და მესინჯერების მეშვეობით და ყალბი „რადიკალი უკრაინული და ევროპული ძალების“ სახელით.

ეს, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური თვლიდა, შესაძლებელს გახდიდა "რუსეთთან ნებისმიერი კავშირის გამორიცხვას“ და „გაავრცელებდა თითქმის ნებისმიერი თეზისს, ყველაზე მემარცხენე იდეებს, წამოაყენებდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ხასიათის მოთხოვნები სრულ აბსურდამდე“.

შემდგომში რუსული დაზვერვის თანამშრომლები გეგმავდნენ ქუჩის საპროტესტო აქციების მოწყობას, რომლის მონაწილეებისთვის, მიმოწერის მიხედვით, ფულის გადახდას აპირებდნენ. „პროტესტში მონაწილეობის ღირებულება 100 ევროა. აქციის ხანგრძლივობა – 1 საათი. ამ პერიოდში ხდება ფოტო და ვიდეო გადაღება მედიაში შემდგომი გავრცელებისთვის “, - ნათქვამია გეგმაში.

ამ ყველაფერს მიმოწერაში ჰქვია „მუშაობა მმართველ ელიტებს შორის შიდა წინააღმდეგობების გაღრმავებაზე, ანტისამთავრობო პროტესტის ესკალაციაზე და ამომრჩეველთა ამორფული ნაწილის შერყევაზე“, რომელიც „მიზნად ისახავს ფსიქო-ემოციურ ზემოქმედებას, რის შედეგადაც სუბიექტი სიგიჟის ზღვარზეა იმის გამო, რომ მისთვის ცნობილი და ნაცნობი სამყაროს სურათი სწრაფი ტემპით იშლება მის თვალწინ“.

„მომავლისადმი შიშის გაღვივება, გაურკვევლობა, მომავლის გეგმების შედგენის შეუძლებლობა, ბავშვებისა და მომავალი თაობების ბედის გაურკვევლობა ინდივიდის ქვეცნობიერს პანიკაში აგდებს, აშინებს და მომავალში გამოიწვევს ესკალაციას, საპროტესტო აქტივობას და სხვა უარყოფით შედეგებს“, - ნათქვამია გეგმაში. და ამავდროულად ცალკე ხაზგასმულია, რომ მისი განხორციელების მიზნით „უგულებელყოფილი უნდა იყოს მორალური და ზნეობრივი მოსაზრებები“.

The Insider-ის მკვლევრები აღნიშნავენ: რუსეთის საგარეო დაზვერვის გეგმა მოკლებულია კონკრეტიკას, ამიტომ, შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად უკავშირდება ევროპაში ბოლო დროის ცნობილი პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიები გამოქვეყნებულ მიმოწერასთან.

მაგალითად, ” 2023 წელს პარიზში მასიურად გამოჩნდა ანტისემიტური გრაფიტები, რომელთა ფოტოები მაშინვე აქტიურად გაავრცელა Doppelganger-ის ბოტების კრემლის ქსელმა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ГРУ–სთან. საფრანგეთის ხელისუფლებამ დააკავა გრაფიტის ზოგიერთი შემსრულებელი, რომლებიც მოლდოველები აღმოჩნდნენ, დაქირავებულები ადამიანების მიერ, რომლებიც დაკავშირებულები არიან პრორუსულ პოლიტიკოს შორთან. იგივე Doppelganger-ის ქსელმა გაავრცელა ყალბი ციტატები ბიონსეს, ოპრა უინფრის, რონალდუს და სხვა ვარსკვლავების სახელით აღშფოთებული მოთხოვნით, შეეწყვიტათ უკრაინის მხარდაჭერა. იგივე კრემლის ბოტები, რომლებიც თავს ლატვიელებად ასაღებდნენ, მოითხოვდნენ ლიცენზიების დაბრუნებას ჰოკეის მოთამაშეებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში თამაშობდნენ. იგივე ქსელი ტომ კრუზის გაყალბებული ხმით აშინებდა საზოგადოებას ტერორისტული თავდასხმებით პარიზში, მომავალ ოლიმპიადაზე“, - იხსენებს The Insider.

მასალაში მოყვანილია რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლების კონკრეტულ სახელები და წოდებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დასავლეთთან „საინფორმაციო ომზე“. The Insider-ის ცნობით, ისინი მოქმედებენ 2020 წლის დეკემბერში შექმნილი საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის „მშვიდობისმყოფელის“ («Миротворец») საფარქვეშ. ძირითადი ფიგურები - ФСБ–ს ოფიცერი და ამავე დროს СВР No 33949 სამხედრო ნაწილის 45 წლის ჯარისკაცი მიხაილ კოლესოვი; СВР -ის თანამშრომელი მიხაილ კულემინი, რომელიც ამზადებდა ანალიტიკურ ანგარიშებს "უშიშროების საბჭოს მდივნისთვის"; მამამისი, გენერალი ალექსანდრე კულემინი თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარი სამმართველოდან; ასევე ФСБ–ს სამეცნიერო და ტექნიკური სამსახურის უფროსი ედუარდ ჩერნოვოლცევი. ეს სამსახური, The Insider-ის თანახმად, ზედამხედველობს ФСБ–ს და კრიმინალისტიკის ინსტიტუტის მთავარ ჰაკერულ განყოფილებას, რომელმაც შექმნა შხამი „ნოვიჩოკი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები