Accentnews.ge
კახა კალაძის სიძე ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა

კახა კალაძის სიძე ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა

05/07/2024 09:21:33 საზოგადოება

თბილისის მერის, "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის დის – თამუნა კალაძის ქმარი პაატა აბულაძე ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა. ამსახველი ფოტომასალა პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" წევრმა გიორგი ირემაძემ გაავრცელა.

ირემაძის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს პაატა აბულაძე, რომელსაც მაისურზე ომის მხარდამჭერი სიმბოლო Z ახატია, ხოლო თავზე ახურავს ქუდი რუსეთის დროშით.

აბულაძეს ოკუპირებულ დონბასში ჩასვლასთან დაკავშირებით "ტვ პირველი" დაუკავშირდა. მას ჰკითხეს, თუ რა მიზნით იმყოფებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ მიწაზე.

"ესე იგი, იქ რამდენი ამერიკელი უნდა დამეჭირა, თქვენი გეი პატრონები რომ არიან, სოდომისტები. თქვენ რომ პატრონები გყავთ იქ . გეები და ჩათლახები. კაი, გაა*ვი, რა." – უპასუხა აბულაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტს.

ამ ვიზიტს რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებებიც გამოეხმაურნენ. მათთან აბულაძემ, რომელსაც რუსული მედია აქტივისტად მოიხსენიებს, ანტიდასავლური პროპაგანდისტული გზავნილები გააჟღერა "მეორე ფრონტის" თაობაზე.

"სხვადასხვა პოლიტიკური ძალების აქტივისტები აშშ-დან და საქართველოდან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, ჩავიდნენ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, რათა შეეგროვებინათ ფაქტები კიევის დანაშაულებებზე დონბასის მაცხოვრებლების წინააღმდეგ და აღებეჭდათ თავდასხმების, მათ შორის დასავლური იარაღის გამოყენებით განხორციელებულის, შედეგები, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა მოსახლეობა დაშავდა",– იტყობნებოდა კრემლის პროპაგანდისტული მედიარესურსი "რია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S