Accentnews.ge
ულტრანაციონალისტური ნიშნის ჩვენების გამო თურქი ფეხბურთელი ევრო 2024-ზე 2 მატჩს გამოტოვებს

ულტრანაციონალისტური ნიშნის ჩვენების გამო თურქი ფეხბურთელი ევრო 2024-ზე 2 მატჩს გამოტოვებს

05/07/2024 09:32:24 მსოფლიო

ულტრანაციონალისტური ნიშნის ჩვენების გამო თურქი ფეხბურთელი ევრო 2024-ზე 2 მატჩს გამოტოვებს, – იუწყება დასავლური მედია.

საქმე ეხება „რუხი მგლების” ნიშანს, რომელიც მერიჰ დემირელმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში, ავსტრიასთან თამაშში გოლის გატანის შემდეგ აჩვენა.

მანამდე, უეფამ დისციპლინური გამოძიება დაიწყო.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი გამოეხმაურა დემირალის ჟესტს, რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ "მგლის მისალმებას" და რომელსაც "ფაშისტურად" მიიჩნევენ ევროპის რიგ ქვეყანაში, მათ შორის – ავსტრიაში.

„თურქი მემარჯვენე ექსტრემისტების სიმბოლოებს ადგილი არ არის ჩვენს სტადიონებზე. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის რასიზმის პლატფორმად გამოყენება სრულიად მიუღებელია. ჩვენ ველით, რომ უეფა ჩაატარებს გამოძიებას და განიხილავს შესაძლო სანქციებს“, - წერს ის სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე.

საპასუხოდ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩი იურგენ შულცი ფეზერის სიტყვების გასაპროტესტებლად.

თავად დემირალმა განმარტა, რომ არ სურდა ვინმეს შეურაცხყოფა და რომ მისი ჟესტი მხოლოდ მის „თურქულ იდენტობას“ უკავშირდებოდა. „ამას მიღმა არ არის დამალული მესიჯი. ჩვენ ყველანი თურქები ვართ და მე ძალიან ვამაყობ, რომ თურქი ვარ. უბრალოდ მინდოდა, მეჩვენებინა რამდენად ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება ამ ჟესტის ჩვენების“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S