სასამართლომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი უდანაშაულოდ სცნო

05-07-2024 13:54:49 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე 14 მაისს დაკავებული არასრულწლოვანის გიორგი მელიქიშვილის საქმის განხილვა დაარულა. აქციის მონაწილეს პოლიცია ორ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო კი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დასაკისრებელი სახდელი არ არის და მხოლოდ გაფრთხილების ფორმა აქვს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

პოლიციამ იმ დღეს გიორგის გარდა, კიდევ 13 ადამიანი დააკავა. მათ ნაწილს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სასტიკად სცემეს. პოლიციელების მხრიდან დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს გიორგი მელიქიშვილიც. გიორგის სარჩელი პოლიციელების წინააღმდეგ, სადაც ის პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია შესული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები