
ადმირალი: უკრაინა გააფართოვებს დერეფანს შავ ზღვაში F-16-ის დახმარებით
05/07/2024 10:46:13 მსოფლიო
ამერიკული წარმოების F-16 გამანადგურებლების მიწოდება უკრაინაში, რომელიც სავარაუდოდ განხორციელდება „უახლოეს მომავალში“, შესაძლებელს გახდის რუსეთისთვის უპირატესობის ჩამორთმევას შავი ზღვის ცაში“, - თქვა უკრაინის საზღვაო ძალების სამხედრო მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ალექსეი ნეიჟპაპამ Reuters-თან ინტერვიუში.
„F-16-ები შესაბამისი იარაღით შეძლებენ რუსული სამხედრო თვითმფრინავების უკუგდებას. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, განსაკუთრებით სამოქალაქო გემების დერეფანი, თითქმის 100%-ით იქნება დაცული“, - განაცხადა მან.
ნეიჟპაპას თქმით, „საზღვაო დრონების თავდასხმებისა და დარტყმების გათვალისწინებით, რუსული ხომალდები არ შედიან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თითქმის 25 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობზე".
მან დასძინა, რომ უკრაინას სურს, გააფართოვოს თავისი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც მოიცავს მხოლოდ საზღვაო გადაზიდვებს ოდესის სამი ძირითადი პორტიდან და მოიცავს ნიკოლაევისა და ხერსონის პორტებს, მაგრამ ეს შეუძლებელია. მან ყურადღება გაამახილა კინბურდნის ნახევარკუნძულზე რუსების კონტროლზე, რომელიც ამ მარშრუტის გასწვრივაა.
მისი თქმით, „ზოგიერთ რაიონში სამოქალაქო გემებს თან ახლავთ საპატრულო კატარღები, რათა უზრუნველყონ მათი ნაღმებისგან დაცვა, ხოლო საჰაერო თავდაცვის სისტემები უზრუნველყოფენ როგორც პორტებს, ასევე დერეფნებს“.
უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური გამანადგურებლების გამოჩენამ შეიძლება მნიშვნელობნად შეცვალოს ვითარება ბრძოლის ველზე, რადგან რუსეთს აქვს „სრული უპირატესობა ცაში“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.